,,ყველა განსხვავებულია, ყველა თანასწორია“


   ასე ჰქვია პროექტს, რომელზეც მუშაობა ,,რეგიონული განვითარების რესურსცენტრმა“ უკვე დაიწყო.
   ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია პინის მიერ დაფინანსებული პროექტი ძირითადად ახალგაზრდულ ჯგუფებთან მუშაობას ითვალისწინებს, გაიმართება დებატები ბრიტანულ სტილში, რომელსაც ასევე დაესწრებიან პრობაციონერი არასრულწლოვნები. პროექტი ოთხთვიანია და სამტრედიის თემში მცხოვრებ ახალგაზრდებს აერთიანებს.