პირველი ტრენინგი პროექტის ფარგლებში


   დღეს, რეგიონული განვითარების რესურსცენტრმა ჩეხური არასამთარობო ორგანიზაცია ,,პინის“ მიერ დაფინანსებული პროექტის „ყველა განსხვავებულია, ყველა თანასწორია“, ფარგლებში პირველი ტრენინგი ჩაატარა. რესურსცენტრის პროექტების კოორდინატორმა თემურ ჯვარშეიშვილმა პროექტის ფარგლებში ბრიტანული საპარლამენტო დებატები დაიწყო .
   როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ბავშვების ინტერესი დიდია. ამას მათი, ტრენინგში ჩართულობა მოწმობს. „მოხარული ვარ, რომ სამტრედიის სკოლების უფროსკლასელებს ,,რეგიონული განვითარების რესურსცენტრი“ აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ არაფორმალური განათლება, რაც ეხმარება მათ აქტიური და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში,“ – განაცხადა ჩვენთან საუბარში თემურ ჯვარშეიშვილმა.
   დღევანდელი შეხვედრა ინტერაქტიული ხასიათის იყო. სწორედ ამ ტრენინგზე დაყრდნობით, მომდევნო კვირიდან, მოსწავლეები იდებატებენ წინასწარ შერჩეულ თემებზე. ეს კი მათ სხვისი შეხედულებების პატივისცემაში და დროის სწორად განაწილებაში დაეხმარება.