GLOW 2013 დაიწყო


   ამერიკული ორგანიზაცია ,,მშვიდობის კორპუსის“, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,რეგიონული განვითარების რესურსცენტრისა“ და სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი პროექტი GLOW 2013 უკვე დაიწყო. 14–დან 17 წლამდე გოგონები, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ბაკურიანში ლიდერისთვის საჭირო უნარ–ჩვევებს გამოიმუშავებენ. გარდა ამისა მათ უტარდებათ შემეცნებითი და საგანმანათლებლო ხასიათის ტრენინგები. გოგონები ასევე ღებულობენ განათლებას ჯანმრთელობის შესახებ.
   პირველი აგვისტოდან ბანაკს კონკურსის შედეგად შერჩეული ჟურნალისტთა ჯგუფი შეუერთდება, რომელიც გასული წლის ბანაკის გოგონებისგანაა დაკომპლექტებული. ,,ახალი ამბების ჟურნალისტიკა” საბაზისო კურსია, რომელიც წერის ტექნიკას შეასწავლის ჟურნალისტიკით დაინტერესებულ მოზარდებს. ამ საწვრთნელი კურსის მიზანია გოგონებმა მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ახალი ამბების არსზე, სპეციფიკაზე, სახეებზე. დაეუფლონ ახალი ამბების გასაშუქებლად საჭირო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. სემინარებში, პრაქტიკულებსა და დისკუსიებში მონაწილეობის შემდეგ გოგონები შეძლებენ მომზადონ რეპორტაჟები და ნიუსები, რომლებიც ,,გლოუს“ ვებ–გვერდზე განთავსდება.
   GLOW 2013-ში ამერიკელ მოხალისეებთან ერთად ქართველი მოხალისეებიც არიან ჩართულნი.
   ბანაკის მომდევნო ეტაპი აგვისტოს ბოლოსაა დაგეგმილი.