Glow 2013 რეპროდუქციული ჯანმრთელობის ეროვნული საბჭოს მრჩეველი ესტუმრა


პროექტის ,,Glow 2013” ფარგლებში ბანაკს, პირველი ლედის, სანდრა ელისაბედ რულოვსის მიერ ინიცირებული პროექტის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის ეროვნული საბჭოს ტექნიკური მრჩეველი ინა ვაჩბერიძე ესტუმრა. ის გოგონებს დეტალურად ესაუბრა რეპროდუქციული ჯანმრთელობის, პირადი ჰიგიენის, გადამდები დაავადებებისა და მათი პრევენციის შესახებ ,,სამწუხარდ გოგონების უმრავლესობას არ აქვს ინფორმაცია იმ დაავადებების შესახებ, რომლის რისკი რეალურად არსებობს. ძალიან კარგია, როცა სწორედ ამ ასაკში იქნებიან ინფორმირებულნი, ვინაიდან საშიში დაავადებების რისკი შემდგომში შემცირდება,” -განაცხადა ინა ვაჩბერიძემ.
მოწვეულმა სტუმარმა ამომწურავად უპასუხა გოგონების მიერ დასმულ კითხვებს. ,,29 სექტემბერს იგეგმება ძუძუს კიბოს საწინააღმდეგო მარათონი. კარგი იქნება თუ გავერთიანდებით და ბევრნი ვიქნებით, ასევე შეიქმნება ვებ-გვერდი. თუ სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ, მოხალისედაც იმუშაოთ ელექტრონულ გვერდზე,”- აღნიშნა ინა ვაჩბერიძემ.
ბანაკის მონაწილეები აქტიურად ჩაერთვნენ სესიის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში. შეხვედრის ბოლოს ტრენერმა გოგონებს საინფორმაციო ბუკლეტები და სახელნმძღვანელო ,, ახალი ინფორმაციები საინტერესო საკითხებზე” გადასცა.