GLOW 2013- პირველი ეტაპი დასრულდა


   ლიდერ გოგონათა ბანაკის პირველი ეტაპი ბაკურიანში წარმატებით დასრულდა. 14–დან 17 წლამდე გოგონებმა, მთელი საქართველოდან, სააპლიკაციო ფორმები ამერიკულ ორგანიზაცია ,,მშიდობის კორპუსს“ მიმდინარე წლის თებერვალში გადაუგზავნეს. 380–მდე სააპლიკაციო ფორმიდან პროექტის პირველი ეტაპისთვის 45 გოგონა შეირჩა.
   ჯანსაღი კვება, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ლიდერული თვისებები, კომუნიკაცია–ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია, რომლებზეც ერთი კვირის განმავლობაში ამერიკელი და ქართველი მოხალისეები გოგონებთან ერთად მუშაობდნენ.
   ბანაკში სტუმრის სტატუსით იმყოფებოდნენ წარმატებული ქალბატონები, რომლებმაც თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს მომავალ ლიდერებს. შეხვედრა, რომელიც ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, საკმაოდ საინტერესო იყო.
   გოგონებს ასევე შეუერთდა ჯურნალისტთა ჯგუფი, რომლებმაც საბაზისო ჟურნალისტიკის კურსის გავლის შემდეგ, გააკეთეს კედლის გაზეთი ,,GLOW,s Time”.
   ლიდერი გოგონების მომდევნო ნაკადი მეორე ეტაპზე 26 აგვისტოს შეიკრიბება. ბანაკს ,,რეგიონული განვითარების რესურსცენტრი“ ხელმძღვანელობს, რომელიც ,,მშვიდობის კორპუსის“ უშუალო პარტნიორია.