მორიგი ტრენინგი პროექტის ფარგლებში


   ,,რეგიონული განვითარების რესურსცენტრისა“ და ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ადამიანი გაჭირვებაში“ ერთობლივი პროექტის ,,ყველა განსხვავებულია, ყველა თანასწორია“ ფარგლებში მორიგი ტრენინგი გაიმართა.    ამჯერად ახალგაზრდულმა ჯგუფმა პროექტის წერისა და მართვის სპეციფიკა გაიცნო. ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის პროცესში მოსწავლეებმა საკმაოდ მაღალი აქტივობა აჩვენეს. საკვანძო საკითხების გაცნობის შემდეგ მათ პროექტის სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია გააკეთეს.
   ტრენინგს მშვიდობის კორპუსის მოხალისე ქანი მარია როსი და რეგიონული განვითარების რესურსცენტრის თანამშრომლები დაესწრნენ.