ახალგაზრდებში მოხალისეობა აქტუალურია


   ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ადამიანი გაჭირვებაში“ დაფინანსებით სამტრედიაში უკვე დასასრულს უახლოვდება პროექტი ,,ყველა განსხვავებულია, ყველა თანასწორია“. პროექტის, რომელსაც ,,რეგიონული განვითარების რესურსცენტრი“ ახორციელებს, მიზანია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ადვოკატირება და მათი ცნობიერების ამაღლება. 4 თვის განმავლობაში რამდენიმე ტრენინგი და დებატი გაიმართა სხვადასხვა თემებზე.
   ამჯერად პროექტის ფარგლებში ტრენინგი ჩატარდა მოხალისეობაზე. ახალგაზრდულ ჯგუფთან მუშაობის პროცესში გამოიკვეთა განსაკუთრებული ინტერესი ამ თემის ირგვლივ. მოხდა მოხალისეობრივი პროგრამის გაანალიზება და იმ კრიტერიუმების განხილვა, რომელიც მოხალისეს უნდა გააჩნდეს. განსაკუთრებული ინტერესი გამოიკვეთა ახალგაზრდების მხრიდან იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც მოხალისეობრივ პროგრამებზე მუშაობენ.