ჩვენ ვიცავთ ბავშვთა უფლებებს


   პროექტის „ყველა განსხვავებულია, ყველა თანასწორია“ ფარგლებში საკრებულოს სხდომათა დარბაზში მორიგი ტრენინგი გაიმართა. „ადამიანისა და ბავშვის უფლებათა“ თემას რეგიონული განვითარების და რესურსცენტრის ჟურნალისტი სალომე გოგოძე უძღვებოდა.
   ტრენინგის ფარგლებში ბავშვები ადამიანის საყოველთაო უფლებებს და ბავშვის უფლებათა კონვენციის მთავარ პრინციპებს გაეცნენ. ასევე ლექცია–დისკუსიის სახით მათ განიხილეს საქართველოში ბავშვის უფლებათა დაცვის შესახებ არსებული კანონმდებლობა. ბავშვები ინტერესით გაეცნენ ტრენინგზე მიწოდებულ მასალას. საგულისხმოა, რომ მათ კარგად იციან მათი უფლებები, კონვენციისა თუ დეკლარაციის მთავარი მუხლები და მზად არიან რომ მირებული ინფორმაცია პირად პრაქტიკაშიც გამოიყენონ.