დისკუსია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემებზე


   რეგიონული განვითარების რესურსცენტრის მიერ ინიცირებული პროექტი ,,ყველა განსხვავებულია, ყველა თანასწორია“ უკვე დასასრულს მიუახლოვდა.პროექტის დამფინანსებელი ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადამიანი გაჭირვებაშია“. ამჯერად ახალგაზრდულმა ჯგუფმა ტრენერთან, თემურ ჯვარშეიშვილთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემებზე იმსჯელა. დისკუსიას სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტები, საკრებულოს განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მამუკა ჩხიროძე და ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტების კოორდინატორი სოფია გოდუაძე ესწრებოდნენ.
   შეხვედრა ნაყოფიერი იყო, ვინაიდან ბავშვები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში. ,,პრობლემა ერთ–ორ დღეში რა თქმა უნდა, ვერ მოგვარდება, მაგრამ ასეთი შეხვედრები შედეგს აუცილებლად გამოიღებს. პრობლემა არამარტო საზოგადოებაში, არამედ მშობლებშია, რომლებიც თავიანთი კომპლექსების გამო კარგავენ ბავშვებს და ხელს უშლიან მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას“, აღნიშნა პროექტის დირექტორმა სოფიო კირთაძემ.