პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ 2013 წლის ანგარიში წარადგინა


   დღეს, სასტუმრო ,,Holiday Inn”- ში საქართველოს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ 2013 წლის ანგარიში წარადგინა. მოწვეულ სტუმართა შორის სამტრედიის „რეგიონული განვითარების რესურსცენტრის“ დირექტორი, სოფიო კირთაძეც გახლდათ. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ: ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი არსოშვილი, მოადგილე თეიმუაზ მაღრაძე და ქალთა კლუბ ,,პეონის” ხელმძღვანელი ელისო ამირეჯიბი.
   შეხვედრაზე ბიუროს ხელმძღვანელმა გაახმოვანა სამომოავლო ინიციატივები, რომელიც კერძო სექტორთან ბიუროს მჭიდრო თანამშრომლობასაც ითვალისწინებს. მომავალი წლიდან, იგეგმება ახალი ფსიქოსარეაბილიტაციო სამსახურის შექმნა, რომელიც პირობით მსჯავრდებულებს ფსიქოლოგიურ კონსულტაციას გაუწევს. კონფერენციაზე ასევე აღინიშნა, რომ 2013 წელს გახორციელებულ რესოციალიზაციის პროექტის ფარგლებში დასაქმდა 126 ადამიანი, რომელთა შორის 2 პირობით მსჯავრდებულს ,,რეგიონული განვითარების რესურსცენტრმა” გაუწია რეკომენდაცია. გიორგი არსოშვილმა მადლობა გადაუხადა სოფიო კირთაძეს პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის და აღნიშნა, რომ მომავალ წელს ეროვნული სააგენტო მზად არის უფრო მჭიდროდ და აქტიურად ითანამშრომლოს RDRC-თან.
   შეხვედრის ბოლოს, ეროვნული სააგენტოს უფროსმა და მისმა მოადგილემ რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელები და ფსიქოლოგი თეონა ლომთაძე დააჯილდოვეს.