„ამერიკული ბანაკი“ დასრულდა


   დღეს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ თადუმაძე იმ მოსწავლეებს და მათ მშობლებს შეხვდა, რომლებიც 30 მარტს ბაკურიანში ,,ამერიკულ ბანაკში“ სასწავლო ტრენინგებზე მიემგზავრებიან. მუნიციპალიტეტის გამგეობის და უშუალოდ ავთანდილ თადუმაძის ინიციატივით 10 სოციალურად დაუცველი მოსწავლე სასწავლო ტრენინგებს უფასოდ გაივლის, მათთვის ასევე დაფინანსებულია ბაკურიანში სასტუმროსა და კვების ხარჯი. გასათვალისწინებელია, რომ ბავშვების უმრავლესობა მათალმთიანი სოფლებიდან არის. ისინი დანარჩენ 40 სამტრედიელ მოსწავლესთან ერთად 7 დღეს ბაკურიანში სასტუმრო ,,თეთრ სახლში“ გაატარებენ.
   ,,მიუხედავად იმ პრობლემებისა, რომლებიც ჩვენს მუნიციპალიტეტში არსებობს, მივიღეთ გადაწყვეტილება დაგვეფინანსებინა ამ ბავშვების ბანაკის ხარჯი. ვთვლი, რომ მათი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მსგავსი ბანაკები მნიშვნელოვანია. სწავლა, დასვენება და გართობა საკმაოდ სინთეზურადაა შერწყმული ერთმანეთთან და საუკეთესო შედეგს გვაძლევს“, განაცხადა ავთანდილ თადუმაძემ.
   პროექტი ,,ამერიკული ბანაკი“ ბაკურიანში არასამთავრობო ორგანიზაცია რეგიონული განვითარების რესურსცენტრის მიერ ხორციელდება. სამტრედიაში ჩამოყალიბებული ორგანიზაცია უკვე მესამე წელია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა დონორ ორგანიზაციასთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან. შეხვედრის ბოლოს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სოფიო კირთაძემ ბანაკის სასწავლო კურსისა და სპეციფიკის ირგვლივ ისაუბრა.