„ამერიკული ბანაკი“ დასრულდა

23.09.2016


   არასამთავრობო ორგანიზაცია „რეგიონული განვითარების რესურსცენტრის“ მიერ ინიცირებული „ამერიკული ბანაკი“ დასრულდსა.
   შეგახსენებთ რომ, ერთი კვირის განმავლობაში ბაკურიანში, სასტუმრო „ვიქტორიაში“ 54–მა (მათგან, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დაფინასებული 10 სოციალურად დაუცველმა ) სამტრედიელმა მოსწავლემ სხვადასხვა სასწავლო და გასართობი პროგრემები გაიარეს. საბანაკო ცხოვრების ამსახველი მცირე ვიდეო და ფოტოკოლაჟი ბავშვებმა შეხვედრაზე წარმოადგინეს.
   დღეს, ბანაკში მონაწილეებს, ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, ავთნდილ თადუმაძემ და კულტურის სამსახურის უფროსმა, ზაზა ხუჭუამ ბანაკში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს და წარმატებული მომავალი უსურვეს. „მოხარული ვარ, რომ ამ ბანაკის გამათვაში მცირეოდენი წვლილი ჩვენც მოგვიძღვის. თუმცა, თქვენ ჩვენი ქვეყნის მომავალი თობა ხართ და ჩვენი მოვალეობაა, ახალგაზრდებს დავუფინანსოთ მსგავსი პროექტები. ჩემი თხოვნა იქნება, არასოდეს თქვათ უარი განათლებასა და სპორტზე, რადგან სწორედ ეს ორი რამ არის წარმატებული ცხოვრების საწინდარი,“– მიმართა ბავშვებს ავთნდილ თადუმაძემ.