მულტიკულტურული ბანაკი დაბა ურეკში


   მულტიკულტურული ბანაკი რეგიონული განვითარების რესურსცენტრის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული ერთ–ერთი მსხვილი პროექტია, რომელიც ამერიკის საელჩოს დაფინანსებით დაბა ურეკში გაიმართა. პროექტის მთელი არსი მულტიკულტურულ მრავალფეროვნებაშია. სპეციალური აპლიკაციების შედეგად, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შერჩეული 55 13–დან 17 წლამდე საჯარო სკოლის მოსწავლე, ამერიკელი და ქართველი ინსტრუქტორების მეშვეობით, მსოფლიო კულტურათა მრავალფეროვნებას გაეცნო. 7 დღიან ბანაკში, სხვადასხვა სახის შემეცნებით და გასართობ პროგრამებთან ერთად, ამერიკელი მოხალისეების დახმარებით ცოდნა გაიღრმავეს ინგლისურ ენაში. დღის პირველ ნახევარში სესიები სწორედ ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა.
   ახლგაზრდებმა თავიანთ მუნიციპალიტეტებში კლუბების ჩამოყალიბებას და პროექტების განხორციელებას შეუწყვეს ხელი. პროექტი მდგრადია, რაც გამოიხატება იმით, რომ 2016 წელს დაგეგმილია ბანაკში მონაწილეობა მიიღონ სასომხეთიდან მოწვეულმა მოსწავლეებმა.