RDRC და EVS პარტნიორობას აგრძელებს

23.09.2016


რეგიონული განვითარების რესურსცენტრში EVS პროგრამის ფარგლებში 2 დღიანი ვიზიტით ლიტვიდან ივიესის პროგრამების კოორდინატორი რუთა ავულიტი და ლანა უგრეხელიძე სტუმრობდა.
   რეგიონული განვითარების რესურსცენტრი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათ შორის EVS - თან.
   EVS პროექტი ამჯერად საქართველოში ევროპის ქვეყნებიდან ივიეს კოორდინატორების შეხვედრას და მათი პროექტების ერთამენთში წარდგენას და გაზიარებას ითვალისწინებს.
   RDRC დირექტორმა სოფიო კირთაძემ მოხალისეებს გააცნო თემში არსებული მდგომარეობა, სამოქალაქო განათლების კუთხით და ესაუბრა იმ პროექტებზე რასაც ორგანიზაცია ახორციელებს.
   დღის ბოლოს ესტუმრნენ იანეთის თემში მე–9 უბანში მესხების დასახლებას.
   ივიესის წარმომადგენლები კმაყოფილნი დარჩნენ რეგიონული განვითარების რესურსცენტრში ვიზიტით და სამომავლოდ აქტიური თანამშრომლობითი ურთიერთობის სურვილი გამოთქვეს.