დღეს სამტრედიაში იღიმებოდნენ

02.11.2016

   „მაჩუქე ღიმილი“ ასე ერქვა აქციას რომელიც #START TODAY ფარგლებში პროექტის სტაჟიორებმა ჩაატარეს. დღეს მთელი ქალაქი ღიმილმა მოიცვა და აქციას დიდი გამოხმაურება ჰქონდა. გაიღიმა რიგითმა მოქალაქეებმა, გამგეობის თანამშრომლებმა და ყველა იმ ადამიანმა ვინც დღეს მომღიმარ სტაჟიორებს ქუჩაში შეხვდნენ.
   გაღიმებასთან ერთად სავალდებულო იყო სურვილის ფურცელზე დაწერაც.
   პროექტის სტაჟიორების განცხადებით მომავალშიც არაერთი მსგავსი აქტივობა დაიგეგმება .